გურამ მაჭარაშვილი - ხალხი წაიკითხავს და ნახავს, რომ ეუთო/ოდირი ტყუის, მით უმეტეს, როცა კანონთან დაკავშირებით დასკვნის დამწერი სააკაშვილის ადვოკატია
გურამ მაჭარაშვილი - ხალხი წაიკითხავს და ნახავს, რომ ეუთო/ოდირი ტყუის, მით უმეტეს, როცა კანონთან დაკავშირებით დასკვნის დამწერი სააკაშვილის ადვოკატია

ხალხი წაიკითხავს და ნახავს, რომ ეუთო/ოდირი ტყუის, მით უმეტეს, როცა დასკვნის დამწერი სააკაშვილის ადვოკატია,  – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, სიმართლე ძალიან ძლიერია.

„კანონში წერია, რომ მთავარი მოთხოვნა მხოლოდ გამჭვირვალეობაა და არა სხვა რამე. ხალხი წაიკითხავს და ნახავს, რომ ეუთო/ოდირი ტყუის, მით უმეტეს, როცა დასკვნის დამწერი სააკაშვილის ადვოკატია. „ფარაში“ კარგად ჩანს, რომ სწორედ ლობისტებს და ასეთ ადამიანებს უხდიან მილიონებს საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, ეუთო/ოდირმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა. დასკვნის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან, ადამიანის უფლებათა კანონთან და ის უნდა გაუქმდეს. დასკვნა შედგენილია ექსპერტთა პანელის კონტრიბუციით. ექსპერტთა შემადგენლობაში 16 პირია, მათ შორის, ერთ-ერთი არის ჯერემი მაკბრაიდი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია.