გურამ მაჭარაშვილი - ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარე თუ გახდება, მმართველი მერაბიშვილი იქნება, როგორც ჩანს, მუმლაძე „ისფედის“ როლს ასრულებს, უკვე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდება
ლევან ხაბეიშვილმა აღიარა, რომ კეზერაშვილსა და მერაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ფინანსური უზრუნველყოფისთვის სჭირდებათ და არა – პოლიტიკისთვის. მან თქვა, რომ ამ პროცესში მისი პატრონია მერაბიშვილი, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი თუ გახდება, მმართველი მერაბიშვილი იქნება.
„ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკურ ჭაობში და უკვე ერთმანეთის მიმართ არაფერს აღარ იშურებენ, ეს იქნება ბინძური ჩანაწერები თუ სხვა რამ, მაგრამ ამ პოლიტიკურ ჭაობში რაც უფრო იაქტიურებენ, მით უფრო მალე მოხდება მათი ჩაძირვა. ლევან ხაბეიშვილმა აღიარა, რომ ეს პარტია კეზერაშვილსა და მერაბიშვილს საკუთარი ფინანსური უზრუნველყოფისთვის სჭირდებათ და არა – პოლიტიკისთვის. მან თქვა, რომ ამ პროცესში მისი პატრონია მერაბიშვილი. თუ ის პარტიის თავმჯდომარე გახდება, მმართველი მერაბიშვილი იქნება. როგორც ჩანს, ამ ფონზე, მუმლაძე „ისფედის“ როლს ასრულებს – არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა და უკვე ამბობს, რომ გაყალბებული იქნება. ამას იანვრის ბოლოს ვნახავთ, როცა არჩევნები ჩატარდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.