გურამ მაჭარაშვილი - „კარუსელები“ ტრიალებს სკვერებში, ოპოზიციას შეუძლია, მივიდეს, მეტი საქმე მაინც არ ექნებათ, მით უმეტეს, თუ არ აპირებენ პარლამენტში მუშაობას
გურამ მაჭარაშვილი - „კარუსელები“ ტრიალებს სკვერებში, ოპოზიციას შეუძლია, მივიდეს, მეტი საქმე მაინც არ ექნებათ, მით უმეტეს, თუ არ აპირებენ პარლამენტში მუშაობას

ოპოზიციის წარმომადგენლების ყოველი მორიგი განცხადება არის მათი კრახის გაგრძელება, საკუთარივე ამომრჩევლები დასცინიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებაზე, რომელმაც იმაში დასარწმუნებლად, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, არ ყოფილა გაყალბება და ე.წ. კარუსელები, მოითხოვა რეგისტრაციის აპარატებში ჩატვირთული ამომრჩეველთა სიების გასაჯაროება.

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოში „კარუსელები“ მხოლოდ სკვერებში ტრიალებს.

„საქართველოში „კარუსელები“ არის სკვერებში. შეუძლია, გახარიაც მივიდეს, გვარამიაც, ნიკა მელიას გაუჭირდება, შეიძლება, ჩატეხოს, მაგრამ გავაკეთებთ ისე, რომ ამ „კარუსელზე“ ნიკა მელიაც დაჯდეს. ერთადერთი „კარუსელი“, რაც საქართველოში ტრიალებს, არის სკვერებში. ოპოზიციას შეუძლია, მივიდეს. მეტი საქმე მაინც არ ექნებათ, მით უმეტეს, თუ არ აპირებენ პარლამენტში მუშაობას და არც არასდროს მუშაობდნენ. აგერ ახალი წელი მოვა და წერილებიც დაწერონ, განცხადებები თოვლის ბაბუას სახელზე, იქნებ რამენაირად გონება ცოტა მაინც გაუნათდეთ. ეს არის მხოლოდ მათი შანსი. მეტი სხვა შანსი აღარ აქვთ, რადგან ყოველი მათი მორიგი განცხადება არის მათი კრახის გაგრძელება. საკუთარივე ამომრჩევლები დასცინიან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.