გურამ მაჭარაშვილი - ისმის კითხვები, რატომ დასანქცირდნენ მოსამართლეები, დეგნანის პასუხები იყო: ვიცი, მაგრამ არ გეტყვით
გურამ მაჭარაშვილი - ისმის კითხვები, რატომ დასანქცირდნენ მოსამართლეები, დეგნანის პასუხები იყო: ვიცი, მაგრამ არ გეტყვით

ამერიკის ელჩისგან რაც მოვისმინეთ, არის პირდაპირი განცხადება, რომ მათი სურვილია, ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლი დამყარდეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ შეტევა ხდება ქართულ სახელმწიფოზე.

ამასთან, როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სუვერენიტეტზე ასეთი ღია და პირდაპირი მუქარა ამ ეტაპამდე არ ყოფილა.

„კითხვები ისმის იმის თაობაზე, რატომ დასანქცირდნენ მოსამართლეები, მათ შორის, ერთი არამოსამართლე. კელი დეგნანის პასუხები იყო: ვიცი, მაგრამ არ გეტყვით, ეს ჩვენი საქმეა, საჯარო ინფორმაციაა, თუმცა არ გეტყვით, სად არისო. რატომ არ მოხდა სააკაშვილ-ადეიშვილის დასანქცირება, ამაზეც არის პასუხი, რომ ამერიკა საქართველოს ეხმარება და მოსამართლეები უნდა დასანქცირდნენ. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ფორმალურ გზავნილებს თუ ვერ იგებთ, მაშინ პირდაპირ გეუბნებით, არ აინტერესებთ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, კანონი, კონსტიტუცია და აინტერესებთ ამერიკის ინტერესები. ეს განცხადებები არის პირდაპირი გზავნილი, რომ მათ ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლი სურთ. მთავარი პრობლემა ის არის, რომ შეტევა ხდება ქართულ სახელმწიფოზე. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ უცხო ქვეყანა კონტროლს როცა დაამყარებს რომელიმე ქვეყნის მართლმსაჯულებაზე, იქ უკვე ქვეყნის სუვერენიტეტი შელახულია. ქართული საზოგადოების რეაქცია კი ნახეთ. საქართველოს სუვერენიტეტზე ასეთი ღია და პირდაპირი მუქარა ამ ეტაპამდე არ ყოფილა. რა თქმა უნდა, იყო პირდაპირი რიტორიკა არჩევნების გაყალბებით და ა.შ., მაგრამ მოსამართლეები რომ დაასანქცირეს და თან მტკიცებულებებს არ ამბობენ, განზრახვა რაც იყო კულისებში, ახლა უკვე საჯაროა, დიახ, სურთ, სასამართლოში კონტროლი ჰქონდეთ, სადაც საელჩოს ოფისი აქვს გახსნილი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.