გურამ მაჭარაშვილი - ირაკლი კობახიძის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტი ადასტურებს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო თავმოყვარე ქვეყანას აფასებს, ეს კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება 26 ოქტომბრის შემდეგ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტი ადასტურებს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ზუსტად დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ და თავმოყვარე ქვეყანას აფასებს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ეს კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება 26 ოქტომბრის შემდეგ.
„კრიტიკა იქნება და შეიძლება, არჩევნებამდე გაძლიერდეს, რადგან სურთ, საქართველოში უკანონოდ მოხდეს ხელისუფლების შეცვლა. იციან, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ უცხოურ ძალებს ამის მცდელობა ექნებათ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.