გურამ მაჭარაშვილი - იგეგმებოდა რევოლუციური სცენარები, არსებობს სემინარების ჩატარების საჯარო მტკიცებულებები, ახალგაზრდებს ასწავლიდნენ, როგორ უნდა დაემხოთ ხელისუფლება
იგეგმებოდა რევოლუციური სცენარები, არსებობს სემინარების ჩატარების საჯარო მტკიცებულებები, ახალგაზრდებს ასწავლიდნენ, როგორ უნდა დაემხოთ ხელისუფლება, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, არსებობს მტკიცებულებები და ყველაფერი თავის დროზე გამოძიებული იქნება.
„რევოლუციური სცენარები რომ იგეგმებოდა, ეს კონგრესშიც კი დაგვიდასტურეს. კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლებას დაემუქრნენ, რომ რევოლუციური გადატრიალებები მოხდებოდა. ქვეყანაში სემინარების ჩატარების საჯარო მტკიცებულებები არსებობს, ახალგაზრდებს ასწავლიდნენ, როგორ უნდა დაემხოთ ხელისუფლება, როგორ უნდა მისწოლოდნენ. თავად რადიკალური ოპოზიციის საჯარო განცხადებებია, დეკანოიძე უკრაინულ არხებზე ლაპარაკობდა, ეს ხელისუფლება უნდა დავამხოთო. ყველაფერი ხელისგულზე დევს. რა თქმა უნდა, გამოძიება ერთ კვირაში არ სრულდება და ეს თქვა ლილუაშვილმაც, რომ ყველაფერს თავის დრო აქვს და ყველაფერი გამოძიებული იქნება“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.