გურამ მაჭარაშვილი - გვარამიას და მელიას ახალი გაერთიანებები „ნაცმოძრაობის“ ფილიალებია, საზოგადოება მათგან სიახლეს არ უნდა ელოდებოდეს
მელია და გვარამია თუ წარსულთან არ ითანამშრომლებენ, ე.ი. მათთან არავინ ითანამშრომლებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ ფილიალებში ახალი ვერაფერი იქნება.
„მელია და გვარამია თუ წარსულთან არ ითანამშრომლებენ, ე.ი. მათთან არავინ ითანამშრომლებს, რადგან ორივე იმ წარსულს წარმოადგენენ, რასაც თავადვე „ნაცმოძრაობა“ დაარქვეს. „ნაცმოძრაობის“ ფილიალებში ახალი ვერაფერი იქნება, სწორედ „ნაცმოძრაობის“ ფილიალებია გვარამიას თუ მელიას ახალი გაერთიანებები. საზოგადოება მათგან სიახლეს არ უნდა ელოდებოდეს“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.