გურამ მაჭარაშვილი - გვარამია პირდაპირ ამბობს, რომ არაფორმალური მმართველი იქნება, ხალხს ეუბნება, სხვას მოვიყვან პირველ ნომრად და გადაწყვეტილებებს მე მივიღებო
გვარამია პირდაპირ ამბობს, რომ არაფორმალური მმართველი იქნება, ხალხს ეუბნება, სხვას მოვიყვან პირველ ნომრად და გადაწყვეტილებებს მე მივიღებო, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა გვარამია ქართულ საზოგადოებას ამ ტრიუკს საზოგადოებას ვერ შეასაღებს.
„გვარამია ამ ტრიუკს ქართულ საზოგადოებას ვერ შეასაღებს. რას ეუბნება ხალხს, რომ დავდგამ თოჯინების თეატრს, ვიღაც თოჯინას პირველ ნომრად გამოვიყვან, უკან მე ვიქნები და ამ თოჯინას ვმართავო. ეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაც არის. შე დალოცვილო თუ აქ არ გინდა, პარლამენტში და პოლიტიკაში, აბა მაშინ რა „ახალი“ შექმენი, ვითომ ახალი პოლიტიკური პარტია. ხალხში რომ ვერ ჩადიხარ გასაგებია, მაგრამ მაშინ რა გინდა პოლიტიკაში. ეს არის ზუსტად დამცინავი გადაწყვეტილებები ქართველი ხალხის მიმართ. პირდაპირ ამბობს, რომ ის არაფორმალური მმართველი იქნება. სხვას აბრალებს და თვითონ ეუბნება ქართველ ხალხს, რომ სხვას მოვიყვან პირველ ნომრად მაგრამ მე ვიქნები გადაწყვეტილების მიმღებიო. ამაზე პასუხს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გასცემს.
კარგად გავიხსენოთ გვარამიას სიტყვებიც ქართული ტრადიციების, ქართული ღვინის და ქართული ბორჯომის მიმართ. ქართველ ხალხს რას ეუბნება, მე რომ ქართულ ღვინოს, ქართველ ბიზნესმენებს და ქართულ ტრადიციებს შეურაცხყოფა მივაყენე, ამიტომ პირველი ნომერი, აღარ ვიქნები, დავიმალე, მოგატყუეთ, უჩინმაჩინის ქუდი დავიხურე და ახლა პირველ ნომრად სხვა გამოვაო. ამას ქართველი ხალხი არ „შეისაღებს“. გნებავთ ხოშტარია, რომელიც არის რუსეთიდან დაფინანსებული უცხოელი აგენტი, რომელიც ამას არც მალავს და არ მალავს მისი დამფინანსებელი კეზერაშვილი. არც ხოშტარიამ არ დამალა, დიახ, ვიღებ თანხებს კეზერაშვილისგანო. ეტყობა ამავდროულად რუსეთის ბიუჯეტიდან არ ჰყოფნის დაფინანსება და ახლა კეზერაშვილიც აფინანსებს. ეს ხალხია სათავეში და კოლექტიურ ნაცმოძრაობაში და ამ ტყუილს ქართულ საზოგადოებას ვერ შეასაღებენ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ საარჩევნო სიაში არ იქნება და გზას ახალ ადამიანებს უთმობს და ასეთებად კი ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას და ნიკა მელიას მიიჩნევს.