გურამ მაჭარაშვილი - გრიგოლ ლილუაშვილმა კარგად განმარტა, რატომ არ შემოუშვეს ამერიკის მოქალაქე, მტკიცებულებები არსებობდა, რომ კავშირი ჰქონდა 7-8 მარტის მოვლენებთან
გურამ მაჭარაშვილი - გრიგოლ ლილუაშვილმა კარგად განმარტა, რატომ არ შემოუშვეს ამერიკის მოქალაქე, მტკიცებულებები არსებობდა, რომ კავშირი ჰქონდა 7-8 მარტის მოვლენებთან

გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, კარგად განმარტა, რატომ არ შემოუშვეს ეს პირი. მტკიცებულებები არსებობდა, რომ კავშირი ჰქონდა 7-8 მარტის მოვლენებთან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსის საქართველოში არშემოშვების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

ამასთან, გურამ მაჭარაშვილს მიმართეს კითხვით, ამერიკის მოქალაქის საქართველოში არშემოშვება ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან ხომ არ იყო დაკავშირებული.

„კავშირს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს ელჩმა უარყო და შეიძლება ეს ყველაფერი პირდაპირ ვერ დაამტკიცო, მაგრამ ვხედავთ, რომ არ გამოუვიდათ კანდიდატის სტატუსის საკითხი, არეულობა, სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულირება და ახლა სცადეს, სანქციებით მიეღწიათ იმისთვის, რასაც აქამდე ვერ მიაღწიეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, შემჩნეული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასა და მითითებებთან დაკავშირებულ საქმიანობაში.