გურამ მაჭარაშვილი - გიორგი გახარიას გამოსვლები კითხვებს უფრო ამრავლებს, ვიდრე ემსახურება კითხვებზე პასუხების გაცემას
გიორგი გახარიას გამოსვლები კითხვებს უფრო ამრავლებს, ვიდრე ემსახურება კითხვებზე პასუხების გაცემას, რადგან ვერ გავიგე, რას ნიშნავდა ჩვენი დარწმუნება იმუნიტეტის მოხსნაში და რამდენიმე დღეში გადავადებაში ან საერთოდ გამორიცხვაში, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ დაინახა, ვინ გაექცა პასუხისმგებლობას.
„კითხვა გვქონდა მასთან, რამდენად იყო მზად აღმასრულებელი ხელისუფლება, რომ თუ იქნებოდა სასამართლოს გადწყვეტილება მელიასთან დაკავშირებით, სწორედ ამ პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, მთავრობა სასამართლოს გადაწყვეტილებას შეასრულებდა. მისი მხრიდან კატეგორიული პასუხი იყო, ეს მოხდებოდა იმგვარად, რომ არავითარი პრობლემა პოლიტიკურ პროცესს არ ექნებოდა. როცა საუბარია, რომ იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ ესკალაცია იყო და უნდა გადადებულიყო ან საერთოდ არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულების გადაწყვეტილება, ეს მეტ კითხვებს აჩენს. ნიკა მელია თავისით ბორკილებს რომ არ დაიდებდა, გიორგი გახარიამ არ იცოდა? როცა ჩვენ გვთხოვდა, რომ იმუნიტეტი უნდა მოეხსნა, ნიკა მელია თავისი ფეხით რომ არ მივიდოდა საპყრობილეში, მისთვის ეს უცნობი იყო თუ ნიკა მელიასგან ლოიალურ დამოკიდებულებას ელოდებოდა და „ნაციონალური მოძრაობა” არ იყო მზად დესტრუქციისთვის? ვის შეეშინდა და ვინ გაექცა პასუხისმგებლობას, საზოგადოებამ დაინახა. მისი პოზიცია იყო გაუგებარი, მიუღებელი გუნდისა და საზოგადოებისთვის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.