გურამ მაჭარაშვილი - გამოთქმა არსებობს, ჯოჯოხეთში ისეთი ამბები იყო, ეშმაკი კუთხეში იჯდა და პირჯვარს იწერდაო, „ნაცმოძრაობაში“ ასეთი ამბები მიდის
სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობას“ მმართველობის სტილი არ შეუცვლია, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა. მელიაც, მუმლაძეც და ხაბეიშვილიც ადასტურებენ, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა ზუსტად ისე მიდის, როგორც ისინი ებრძოდნენ საზოგადოებასა და ბიზნესს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ლევან ხაბეიშვილმა დაადასტურა, რომ მის კანდიდატურას მხარს უჭერს მერაბიშვილი.
„მერაბიშვილსა და კეზერაშვილს ეს პარტია არ სჭირდებათ პოლიტიკისთვის, სჭირდებათ ფინანსური უზრუნველყოფისთვის. უკვე ხაბეიშვილმა დაადასტურა, რომ მის კანდიდატურას მხარს უჭერს მერაბიშვილი, რომელიც საქართველოში რევოლუციას უჭერს მხარს. ხაბეიშვილის სლოგანია, ხალხო, ამირჩიეთ, მხარს მიჭერს მერაბიშვილი და საქართველოში რევოლუცია უნდა მოვახდინოო. ახლა მელიამ მერაბიშვილის ძველი ცოდვები გაიხსენა. გამოთქმა არსებობს: ჯოჯოხეთში ისეთი ამბები იყო, ეშმაკი კუთხეში იჯდა და პირჯვარს იწერდაო. „ნაცმოძრაობაში“ ასეთი ამბები მიდის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.