გურამ მაჭარაშვილი - „გამჭვირვალობას“ და მათ ექსპერტებს რომ დავუჯეროთ, ვაშაძე პრემიერია, ოპოზიცია საკონსტიტუციო უმრავლესობაშია, პირველ სხდომასაც გამართავენ, ადგილს გამოვუყოფთ და ითამაშონ
გურამ მაჭარაშვილი - „გამჭვირვალობას“ და მათ ექსპერტებს რომ დავუჯეროთ, ვაშაძე პრემიერია, ოპოზიცია საკონსტიტუციო უმრავლესობაშია, პირველ სხდომასაც გამართავენ, ადგილს გამოვუყოფთ და ითამაშონ

„საერთაშორისო გამჭვირვალობას“ და მათ ექსპერტებს რომ დავუჯეროთ, დღეს გიორგი ვაშაძეა პრემიერ-მინისტრი, ოპოზიცია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობაშია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ახლა კომიკურ სიტუაციაშია.

„ცოტა ხანში ველოდები, რომ პირველ სხდომას გამართავენ, ოღონდ თავმჯდომარეზე, შეიძლება, გაუჭირდეთ, ვერ შეთანხმდებიან, პარლამენტის თავმჯდომარე არ დაუსახელებიათ, თუმცა ვაშაძე პრემიერ-მინისტრის პოსტს არავის დაუთმობს. ჩვენ შეგვიძლია, ოპოზიციას ადგილი გამოვუყოთ, შექმნან თავიანთი ალტერნატიული პარლამენტი და ითამაშონ, რამდენიც უნდათ. ახალი წელი მოდის და შეიძლება ნაძვის ხეც მივუტანოთ მერე და იქაურმა პრემიერმა ვაშაძემ, შეიძლება, მიულოცოს თავის ამომრჩეველს და ა.შ. ზუსტად ამ კომიკურ სიტუაციაში არიან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.