გურამ მაჭარაშვილი - ევროპულმა საზოგადოებამ 10 ივნისს სულ სხვა ევროპაში გაიღვიძა, ხალხმა უარი უთხრა ომს, სხვა ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, მათ აირჩიეს მშვიდობა
10 ივნისს სულ სხვა ევროპაში გაიღვიძა ევროპულმა საზოგადოებამ, რომელმაც უარი უთხრა ომს, სხვა ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ევროპელმა ხალხმა აირჩია მშვიდობა.
„ევროპელმა ხალხმა თავიანთ მთავრობებს უთხრა, რომ თავიანთ სახელმწიფოებს მიხედონ. ეს მათი მხრიდან განაცხადი იყო. ევროპარლამენტში კონფიგურაცია როგორი იქნება, ამის მიუხედავად, ევროპულ საზოგადოებას თავისი განაცხადი უკვე ჰქონდა. ევროპელმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ეროვნული სახელმწიფოების ლიდერებმა უპირატეს ადგილზე უნდა დააყენონ საკუთარი ქვეყნის ინტერესები და არა სხვა ქვეყნის ან თუნდაც ნებისმიერი გაერთიანების ინტერესები. ამიტომაც უთხრეს უარი და აირჩიეს მშვიდობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.