გურამ მაჭარაშვილი - ევროინტეგრაციის დღის წესრიგს მივყვებით, სამუშაო პროცესში ოპოზიცია ჩაერთვება თუ არა, ეს მათზეა დამოკიდებული და პროცესზე გავლენას არ მოახდენს
გურამ მაჭარაშვილი - ევროინტეგრაციის დღის წესრიგს მივყვებით, სამუშაო პროცესში ოპოზიცია ჩაერთვება თუ არა, ეს მათზეა დამოკიდებული და პროცესზე გავლენას არ მოახდენს

ევროინტეგრაციის დღის წესრიგს მივყვებით. სამუშაო პროცესში ოპოზიცია ჩაერთვება თუ არა, ეს მათზეა დამოკიდებული და გავლენას არ მოახდენს ევროინტეგრაციის პროცესზე, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ევროინტეგრაციის სამოქმედო გეგმა გასაჯაროვდება, თუმცა ამას თავისი დრო აქვს.

„რას და როგორ ვაპირებთ, რაც მთავარია, ეს იციან ევროკავშირში. ოპოზიციამ ეს რომ არ იცის, მათი სიზარმაცის ბრალია. ალბათ ევროკავშირის ელჩის განცხადება ნახეთ, რომელმაც სამოქმედო გეგმაზე თქვა, რომ ბედნიერია, როცა საქართველოს ხელისუფლება რეფორმებს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება. რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციის დღის წესრიგს მივყვებით. სამუშაო პროცესში ოპოზიცია ჩაერთვება თუ არა, ეს მათზეა დამოკიდებული და გავლენას არ მოახდენს ევროინტეგრაციის პროცესზე. სამოქმედო გეგმა გასაჯაროვდება, მაგრამ ამას თავისი დრო აქვს. ჯერ კიდევ წინ არის 15 დეკემბერი და დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსი გაფორმდება, რის შემდეგაც ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყება კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, გეგმა გასაჯაროვდება. ევროკავშირის ელჩი საქმის კურსშია, რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება რეკომენდაციებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.