გურამ მაჭარაშვილი - ესა თუ ის აქტივისტი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს დეპუტატებს, ვინ რა წიწილებს დაითვლის, 26 ოქტომბერს ვნახავთ, მანამდე სამართლებრივ ძალას დაინახავენ
ესა თუ ის აქტივისტი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს დეპუტატებს, ვინ რას მოიმკის და რა წიწილებს დათვლის, 26 ოქტომბერს ვნახავთ, მაგრამ ვიდრე საქმე დასათვლელად ექნებათ, მანამდე სამართლებრივ ძალას დაინახავენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „ოპოზიციისა და „ენჯეოს“ წარმომადგენლებს პირდაპირი აღიარებითი ჩვენება აქვთ, როცა საჯარო სივრცეში ავრცელებენ, რომ თავად არიან უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, უცხი ქვეყნის ინტერესებს ატარებენ და ამას არც მალავენ“.
„შალვა პაპუაშვილს ხატია დეკანოიძემ პირდაპირ უთხრა, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და მომავალშიც ითანამშრომლებს. უმრავლესობაზე უმცირესობის ბატონობა უნდათ და ამას საზოგადოებას ასაღებენ, როგორც ევროპულ ღირებულებას. ეს არ გამოუვათ, მათი ქმედებები ფაშისტურია. ესა თუ ის აქტივისტი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს დეპუტატებს და მათ ოჯახებს. ვინ რას მოიმკის და რა წიწილებს დათვლის, ამას 26 ოქტომბერს ვნახავთ, მაგრამ ვიდრე საქმე დასათვლელად ექნებათ, მანამდე სამართლებრივ ძალას დაინახავენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.