გურამ მაჭარაშვილი - ეკა გიგაურის სენატში გამოსვლა უცხოური ძალების აგენტურის დადასტურების მორიგი მტკიცებულებაა
სენატში გიგაურის გამოსვლა მორიგი მტკიცებულებაა, რასაც ვამბობდით, რომ უცხოურ ძალებს საქართველოში თავიანთი აგენტურა ჰყავთ და წყარო ენჯეოსექტორის ხალხი კი არ არის, ვისაც უნდა, ხელისუფლება აირჩიოს, არამედ უცხოური ძალა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, რა გამოსვლა ექნება სენატში ეკა გიგაურს.
„ერთი თვის წინ სენატსა და კონგრესში გამოსვლები ვნახეთ, როცა ოპოზიცია იყო ჩასული და გაუკუღმართებული ინფორმაციები მიაწოდეს. აქედან გამომდინარე, გიგაურის სენატში გამოსვლა მორიგი მტკიცებულებაა უცხოური ძალების აგენტურის დადასტურების. გაცვდა გიგაური, გაცვდა უცხოური ძალა, შესაბამისად, საქართველო დგას იმ გზაზე, რასაც განვითარება ჰქვია. თუ არასწორი განცხადებები იქნება, ვერავითარი სენატი და კონგრესი ვეღარ იმოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
დღეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება, სადაც ეკა გიგაური მოხსენებით წარდგება.