გურამ მაჭარაშვილი - ეკა გიგაურის სენატში გამოსვლა იყო, მელამ მოწმედ თავისი კუდი მოიყვანაო, გიგაური დანიშნულია ამერიკიდან, მას ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია არ აქვს
ეკა გიგაურის სენატში გამოსვლა იყო, მელამ მოწმედ თავისი კუდი მოიყვანაო. გიგაური დანიშნულია ამერიკიდან, მას ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია არ აქვს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ სახით ყველა ვიგინდარა პოლიტიკიდან წავა.
„გიგაური ამბობს კიდეც, რომ მას ქართველი ხალხის აზრი არ აინტერესებს, მთავარია, მისი პატრონის აზრი. შესაბამისად, იქ გიგაური გამოვიდოდა თუ სენატორი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს იყო მორიგი მტკიცებულება, როცა ქართველები მტერ ქვეყანაში ჩადიოდნენ და საკუთარ ქვეყანას აშავებდნენ. რაც შეეხება სენატორების შეფასებებს, ის, რომ ქართველმა ხალხმა პოლიტიკიდან თაღლითები და ვიგინდარები უნდა გაყაროს, ასეც მოხდება და „ნაცმოძრაობის“ სახით ყველა ვიგინდარა პოლიტიკიდან წავა. ამ განცხადებას აზრი აქვს. ქართველი ხალხი ვიგინდარებს და თაღლითებს პოლიტიკიდან 26 ოქტომბერს გაყრის. ასეთ განცხადებებს არავითარი რესურსი არ აქვს და საქართველოს წინააღმდეგ ასეთ განცხადებებს სერიოზულად არ აღვიქვამთ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.