გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროდ, ვერც ერთ სახელმწიფოში ვერ გამოვრიცხავთ ძალადობის ელემენტებს, თუმცა მთავარია, პოლიციამ ეფექტურად იმოქმედოს და გუშინ ასეც მოხდა
გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროდ, ვერც ერთ სახელმწიფოში ვერ გამოვრიცხავთ ძალადობის ელემენტებს, თუმცა მთავარია, პოლიციამ ეფექტურად იმოქმედოს და გუშინ ასეც მოხდა

ნებისმიერი ტიპის ძალადობა დასაგმობია, მაგრამ არ არის სასურველი, რომ გარკვეული ტიპის მოქალაქეთა ჯგუფი, რომელმაც იცის, შესაძლებელია, გარკვეული ტიპის პროვოკაცია იყოს, ამაზე შეგნებულად წავიდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, გუშინდელი აქციის დროს პოლიციამ მაღალი სტანდარტებით იმოქმედა და უზრუნველყო პრევენცია, რომ ძალადობა არ მომხდარიყო.

„სამწუხაროდ, ვერც ერთ სახელმწიფოში ვერ გამოვრიცხავთ ძალადობის ელემენტებს, თუმცა მთავარია, პოლიციამ ეფექტურად იმოქმედოს და გუშინ ასეც მოხდა. ნებისმიერი ტიპის ძალადობა დასაგმობია, მაგრამ არ არის სასურველი, რომ გარკვეული ტიპის მოქალაქეთა ჯგუფი, რომელმაც იცის, შესაძლებელია, გარკვეული ტიპის პროვოკაცია იყოს, ამაზე შეგნებულად წავიდეს. ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება და ის უზრუნველყოფილია, მაგრამ როცა აქცია შესაძლებელია, იყოს წინაპირობა გარკვეული ტიპის პროვოკაციის, ვფიქრობ, ყველა უნდა მოერიდოს ასეთი ტიპის პროვოკაციას. პოლიცია არის პროფესიონალი სამართალდამცავი, მაგრამ არ არის ილუზიონისტი, რომ ასეთი ასეულობით ადამიანის შეკრების დროს გამორიცხოს ნებისმიერი ტიპის ძალადობა, ამიტომ პოლიციას იმას ნუ მოვთხოვთ, რაც მოეთხოვება ასევე ნებისმიერი აქციის დროს. ჩვენ ვერ უზრუნველყოფთ, რომელ ადამიანს რომელი ჯგუფი მოეწონოს ან არ მოეწონოს. შეიძლება, მე ვინმესთვის ვიყო სიმპათიური ან ანტიპათიური, ეს არ ნიშნავს, რომ კანონი არ უნდა დავიცვა. გამოხატვის თავისუფლება მაქვს, მაგრამ თუ გამომწვევად ვიქცევი, ეს არ ნიშნავს, რომ პოლიციამ უნდა უზრუნველყოს დანარჩენი ადამიანების ჩემ მიმართ სიმპათიით განწყობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.