გურამ მაჭარაშვილი - დიდი ალბათობით, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, დარწმუნებული ვარ, მათივე ამომრჩევლის უმეტესობა ამ არჩევანს არ მოიწონებს
გურამ მაჭარაშვილი - დიდი ალბათობით, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, დარწმუნებული ვარ, მათივე ამომრჩევლის უმეტესობა ამ არჩევანს არ მოიწონებს

დიდი ალბათობით, ოპოზიცია ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას ასეთ არჩევანს თავისი ამომრჩევლის უმეტესობაც არ მოუწონებს.

„საკონსტიტუციო ცვლილებებს დავაინიცირებთ იმ მიზნით, რომ ერთი თვის განმავლობაში გვექნება ვალდებულება, საქართველოს საზოგადოებას ავუხსნათ, რაზეა საუბარი, რათა გაგრძელდეს კონსტიტუციაში ჩანაწერი – ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობა. ასევე, კონსტიტუციის დონეზე აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა, რომ არცერთ სხვა ხელისუფლებას არ ჰქონდეს საშუალება, რიგითი ან ორგანული კანონით მიიღოს, მაგალითად, ერთნაირსქესიანთა ქორწინება და ასე შემდეგ. ამიტომ საზოგადოებას ერთი თვის განმავლობაში პრინციპებზე ვესაუბრებით. ოპოზიცია, დიდი ალბათობით, საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ აღიარებს, რომ აირჩია არა ეროვნული დროშა, არამედ ლგბტ დროშა. ეს მათი არჩევანია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათივე ამომრჩევლის უმეტესობა ამ არჩევანს არ მოუწონებს“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.