გურამ მაჭარაშვილი - დღეების დათვლას, კარგი იქნებოდა, ხაზარაძეს ის თანხა და ქონება დაეთვალა, რომელიც საზოგადოებას უნდა დაუბრუნოს
გურამ მაჭარაშვილი - დღეების დათვლას, კარგი იქნებოდა, ხაზარაძეს ის თანხა და ქონება დაეთვალა, რომელიც საზოგადოებას უნდა დაუბრუნოს

დღეების დათვლას, კარგი იქნებოდა, ხაზარაძეს ის თანხა და ქონება დაეთვალა, რომელიც საზოგადოებას უნდა დაუბრუნოს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას, სადაც ხაზარაძე ამბობს, რომ 289 დღის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი  მოსკოვშიიქნება.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძის განცხადებები კომიკურია.

„„ხალხის ძალა“ არ ვაფინანსებთ „ლელოს“ პიარკამპანიას. ამას ვაცხადებ, რადგან ხაზარაძის სულელური განცხადებები მისი და „ლელოს“ საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ბუნებრივად ასხამს წყალს ჩვენს წისქვილზე. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ დავარწმუნო საზოგადოება, რომ ჩვენ არ ვაფინანსებთ ხაზარაძის პიარკამპანიას. ხაზარაძის მიერ დათვლილ დღეებს რაც შეეხება, ერთადერთი, რასაც ხაზარაძე კარგად ითვლის, არის თავის ჯიბეში ფული. ამ დღეების დათვლას, კარგი იქნებოდა, ის თანხა და ქონება დაეთვალა, რომელიც საზოგადოებას უნდა დაუბრუნოს. ტელევიზიით თქვა, ბიძინა ივანიშვილს საქართველოში დაახლოებით 289 დღე დარჩაო. შე დალოცვილო, ბანკირი კაცი ხარ და „დაახლოებით“ როგორ უნდა თქვა? ისიც ვერ დათვალა, დაახლოებით თუ ნამდვილად 289 დღე დარჩა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.