გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფულს და ძალაუფლებას ვერ ინაწილებენ,  ეს ხალხი კოალიციურ მთავრობაში პოსტებს როგორ გაინაწილებს?
გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფულს და ძალაუფლებას ვერ ინაწილებენ,  ეს ხალხი კოალიციურ მთავრობაში პოსტებს როგორ გაინაწილებს?

დღეს „ნაცმოძრაობას“ ფორმულა სამს პლიუს სამი მართავს – სამი ფორმალური და სამი არაფორმალური მმართველი. ფორმალური მმართველები არიან ხაბეიშვილი, ვაშაძე და მელია, ხოლო არაფორმალური მმართველები – კეზერაშვილი, ადეიშვილი და სააკაშვილი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული და ამას საზოგადოებაც ხედავს.

„თავად პრიგოჟინის პარტიაშია დიდი პრობლემები, რასთან, ვერ გაიგეს, ვის რა მიმართულება უნდა ჰქონდეს. ყველა ამბობს, რომ პოლიტიკური ცენტრი უნდა შექმნან. ანუ, წინასაარჩევნოდ უფრო მეტ პოლიტიკურ ცენტრს მივიღებთ, ვიდრე ლიდერი იქნება. საქართველოს მოსახლეობას 2024 წლის არჩევნებზე კარგი არჩევანის საშუალება ექნება. რაც შეეხება მათ შორის დაპირისპირებას, მელიას პარტიიდან გაგდება დაუპირეს, ეს ცოტა ხანი მოითმინა და თქვა, ავლაპარაკდებიო. ახლა ალაპარაკდა კიდეც. დაპირისპირების მიზეზია, რომ პარტიაში ფულს ვერ ინაწილებენ და ძალაუფლებას. ეს ხალხი კოალიციურ მთავრობაში პოსტებს როგორ გაინაწილებს, ხომ წარმოგიდგენიათ?“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.