გურამ მაჭარაშვილი - დამარცხებულები არიან, ამიტომ აქვთ პოლიტიკური წკავწკავი მუქარებისა და ბულინგის ფონზე, რასაც სამართლებრივი ძალა დაუპირისპირდება
გურამ მაჭარაშვილი - დამარცხებულები არიან, ამიტომ აქვთ პოლიტიკური წკავწკავი მუქარებისა და ბულინგის ფონზე, რასაც სამართლებრივი ძალა დაუპირისპირდება

დამარცხებულები არიან, ამიტომ აქვთ პოლიტიკური წკავწკავი მუქარებისა და ბულინგის ფონზე, რასაც სამართლებრივი ძალა აუცილებლად დაუპირისპირდება, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი მას შემდეგ აღარც გამოსულა, რაც ოპოზიციამ და „ენჯეომ“ არასწორი, უაზრო, ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივის გამო ჩაქოლეს.

„სალომე ზურაბიშვილი მას შემდეგ აღარც გამოსულა, რაც ოპოზიციამ და „ენჯეომ“ ჩაქოლეს არასწორი, უაზრო, ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივის გამო. სანამ რაიმეს თქმას გადაწყვეტ, მანამდე ვინმეს რამე უნდა ჰკითხო. მათი ნებისმიერი ინიციატივა დამარცხდება, ზურაბიშვილი იქნება თუ სხვა. დამარცხებულები არიან და ამიტომ აქვთ პოლიტიკური წკავწკავი მუქარებისა და ბულინგის ფონზე, რასაც სამართლებრივი ძალა აუცილებლად დაუპირისპირდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.