გურამ მაჭარაშვილი - ცუდია, რომ ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელი სხვა ქვეყანაში ჩადის და არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ადამიანების პირად ცხოვრებაში ერევა
საქართველოში როთის ჩამოსვლა მორიგი მტკიცებულებაა იმის, რასაც საზოგადოებას ვუხსნით, რომ ვენეციის კომისიის ოფიციალური მოთხოვნა იყო, კონსტიტუციაში დავაკანონოთ კაცების გათხოვება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, სწორედ ეს არის მიხაელ როთის ვიზიტის ერთ-ერთი მტკიცებულება.
„როთმა აგინა ეკლესიას, ახალგაზრდებს უთხრა, რომ ეკლესია არის ჩამორჩენილი. თავად რა გზაზეც დგას, ეს მისი საქმეა, მაგრამ ჩვენ ჩვენი ტრადიციები გვაქვს. ძალიან ცუდია, რომ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელი სხვა ქვეყანაში ჩადის და არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ადამიანების პირად ცხოვრებაში ერევა. ამას ქართული საზოგადოება პასუხს გასცემს, მაგრამ როთი ერთ-ერთი მარგალიტია იმის, როგორ გვაძალებენ, რომ აქ ტრადიციულად კი არა, გაუკუღმართებულად ვიცხოვროთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.