გურამ მაჭარაშვილი - ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, ამავდროულად, დაანონსება, რომ გვინდა შერიგება აფხაზ და ოს ძმებთან, არის საფუძველი, რომ მივაღწიოთ მშვიდობიანად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას
ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, ამავდროულად, დაანონსება, რომ გვინდა შერიგება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, არის ზუსტად იმის საფუძველი, რომ მივაღწიოთ მშვიდობიანად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის სანუკვარი ქართული ოცნება საქართველოს საზოგადოებისთვის.
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იმდენად ქართული ოცნებაა, რომ ჩვენ მივესალმებით განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არ ჩაერევა ქართულ აფხაზურ და ქართულ ოსურ ურთიერთობებში, თუმცა ეს განცხადება დამაჯერებელი გახდება, თუ რუსეთი გადადგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს და თავის ჯარებს გაიყვანს საქართველოს ტერიტორიიდან. კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, ამავდროულად, დაანონსება, რომ გვინდა შერიგება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, არის ზუსტად იმის საფუძველი, რომ მივაღწიოთ მშვიდობიანად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რომელიც არის სანუკვარი ქართული ოცნება საქართველოს საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შეფასებისას.