გურამ მაჭარაშვილი - ჩვენი ევროპელი პარტნიორები თავიანთ წინადადებებს წარადგენენ, რადგან დაინახეს შეთანხმების რესურსი და რეალური პოლიტიკური სიტუაცია
მოლაპარაკებებს პერსპექტივა ნამდვილად აქვს. რაც შეეხება იმას, რომ თავიანთ წინადადებებს ჩვენი ევროპელი პარტნიორები თავად წარადგენენ ეს გამომდინარეობს სწორედ იქიდან, რომ მათ ძალიან კარგად დაინახეს შეთანხმების რესურსი. ძალიან კარგად დაინახეს რეალური პოლიტიკური სიტუაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ამომრჩეველს სურს, რომ თავიანთი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში იხილონ.
„ბატონმა ჟოზეფ ბორელმა განცხადებებში აღნიშნა, რომ პრიორიტეტულია ნებისმიერმა მხარემ და პოლიტიკურმა პარტიამ ანგარიში გაუწიოს საზოგადოების და მოქალაქეების ინტერესებს. ჩვენ ვნახეთ მოქალაქეების სურვილი რაც იყო საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ევროპელი პარტნიორების მხრიდან ლეგიტიმირებულია. ასევე ვნახეთ, რომ გამოკითხვებში ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ დაადასტურეს, რომ მათ სურთ თავიანთი წარმომადგენლები იხილონ საქართველოს პარლამენტში. ამ ფონზე ჩვენ შეგვიძლია დაახლოებით ვივარაუდოთ, როგორი ტიპის შეთანხმების პროექტი ექნებათ ევროპელ პარტნიორებს წარმოდგენილი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.