გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ ხომ გავიწვიეთ კანონპროექტი, ხომ ამბობდნენ, გამჭვირვალე ვართო და ახლა გამოაქვეყნონ, საიდან ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები
გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ ხომ გავიწვიეთ კანონპროექტი, ხომ ამბობდნენ, გამჭვირვალე ვართო და ახლა გამოაქვეყნონ, საიდან ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები

ჩვენ ხომ გავიწვიეთ ეს კანონპროექტი, ხომ ამბობდნენ, გამჭვირვალე ვართო და გამოაქვეყნონ ახლა, საიდან ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ვუთხარით, მიდით, აბა, გამოაქვეყნეთ, ვინ საიდან ფინანსდება-თქო. თქვენ ნახეთ რამდენიმე სიუჟეტი, როდესაც ჰკითხეს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გამოაქვეყნეთ, თქვით, საიდან ფინანსდებითო, უპასუხა, არა, მე არ მაქვს ამის ვალდებულებაო. ხედავთ? ესე იგი, რაღაც დასამალი აქვს და რატომ უნდა ჰქონდეს დასამალი არასამთავრობო სექტორს, საიდან ფინანსდება?“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, პირდაპირი სამხედრო აგრესიის გარდა, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს, არსებობს ე.წ რბილი ძალა, რომელიც სამხედრო ანექსიას კი არ ახორციელებს, არამედ მოქმედებს შესაბამისი ორგანიზაციების დაფინანსებით.

ამასთან, მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ რბილი ძალა სწორედ ასე მოქმედებს და საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ იცოდეს, საიდან ფინანსდება არასამთავრობო სექტორი.

„არასამთავრობო სექტორი კარგს თუ აკეთებს, ამასაც შეაქებს საზოგადოება და ძალიან კარგია, ხოლო თუ არასწორად იქცევა, ესეც საზოგადოების გადასაწყვეტი იქნება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.