გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ ევროპული ღირებულება გვინდა და ქართულად ვიცხოვრებთ, ჩვენს სუვერენიტეტს არავის დავუთმობთ
გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ ევროპული ღირებულება გვინდა და ქართულად ვიცხოვრებთ, ჩვენს სუვერენიტეტს არავის დავუთმობთ

სამწუხაროდ, ჩვენ ოპონენტები არ გვყავს, საქართველოს ოპონენტია ის ხალხი, ვინც ქვეყნის სუვერენიტეტსა და ქვეყნის ღირებულებებს ებრძვის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს ევროპული ღირებულებები სურს.

„ევროპული ცივილიზაცია და კულტურა ქრისტიანობაზე დგას, ჩვენი ქვეყანაც ქრისტიანულ კულტურაზე დგას. სწორედ ეს ღირებულებებია თავსებადია ერთმანეთთან და არა რომელიმე ევროპარლამენტარის სუბიექტური განცხადება, რომლებიც არაერთხელ იყვნენ კორუფციაში მხილებული. ათეულობით ევროპარლამენტარი დაკავებულია კორუფციით. ჩვენ ევროპული ღირებულება გვინდა და ქართულად ვიცხოვრებთ. ჩვენს სუვერენიტეტს არავის დავუთმობთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.