გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ნებისმიერი სხვა ქვეყნის განცხადებები პარტნიორული ფორმატის უნდა იყოს და არა - ვასალური დამოკიდებულების
მეთიუ მილერი იქნება თუ სხვა თანამდებობის პირი, ყველას მოვუწოდებ, რომ ქართველი ხალხის არჩევანს პატივი სცენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხის ნებას პატივს თუ არ სცემენ, ასეთი ადამიანების განცხადებას არანაირი ფასი არ ექნება.
„ყველამ ნება იბოძოს და მტკიცებულებები წარმოადგინოს. იქიდან ნასროლი განცხადებები საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია და ამას საქართველოს სახელმწიფო აღარ აიტანს. ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ნებისმიერი სხვა ქვეყნის განცხადებები პარტნიორულ ფორმატში უნდა იყოს და არა – ვასალური და კოლონიალური დამოკიდებულების. ეს დრო დამთავრდა, თავს ტყუილად ნუ იწუხებენ და ტრიბუნასაც ნუ მოაცდენენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.