გურამ მაჭარაშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესი ობიექტურად მიმდინარეობდა და ეს ყველამ დაინახა
სურვილი გვაქვს, ცესკო-ს თავმჯდომარე 100 ხმით ავირჩიოთ, თუ ეს ვერ მოხერხდება, 90-76 ხმა იქნება გათვალისწინებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა წინასწარ დაანონსა, რომ ობიექტურ პირებს მხარს ვერ დაუჭერდნენ,
„ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესი ობიექტურად მიმდინარეობდა და ეს ყველამ დაინახა. ასევე ობიექტური კრიტერიუმებით შევძლებთ შევარჩიოთ, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე, ასევე წევრები. სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა წინასწარ დაანონსა, რომ ობიექტურ პირებს მხარს ვერ დაუჭერდნენ, არა „ქართული ოცნების“ მომხრეს, არამედ მათ მათ არამომხრეს. სურვილი გვაქვს, ცესკო-ს თავმჯდომარე 100 ხმით ავირჩიოთ, თუ ეს ვერ მოხერხდება, 90-76 ხმა იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.