გურამ მაჭარაშვილი - აშშ-ის ელჩის ინტერვიუ გახდა ბოლო წვეთი, როდესაც სამწუხაროდ, მისი მხრიდან იყო მხარდაჭერა ომის რიტორიკის, საქართველოში არეულობისა და ხელისუფლების უკანონო შეცვლის
ელჩის ბოლოდროინდელი ინტერვიუ გახდა ბოლო წვეთი, როდესაც ჩვენ სამწუხაროდ დავრწმუნდით იმაში, რომ საელჩო არ აპირებს გაჩერებას, რომ მისი მხრიდან იყო მხარდაჭერა ომის რიტორიკის, საქართველოში არეულობის და ხელისუფლების უკანონო შეცვლის, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, აშშ-ის ელჩის მხრიდან პასუხების გაცემის შემთხვევაში საზოგადოებას გაუქარწყლდებოდა შიშები საქართველოში მეორე ფრონტთან დაკავშირებით.
„ვცდილობდით, მისგან ყოფილიყო ისეთი პასუხები, რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა იმ ინტერესს, რომელიც აქვს საზოგადოებას. განცხადებაში შევეცადეთ, მაქსიმალურად ოპტიმალურად მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის ინფორმაცია, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში, თუ როგორ ემთხვეოდა და ემთხვევა მსოფლიოში მიმდინარე პროცესები საქართველოში მიმდინარე პროცესებს. საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს სიმართლე. საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში, მაქსიმალურად ცდილობდა, როგორმე საქართველო-ამერიკის ურთიერთობების დაზიანების გარეშე წასულიყო გარკვეულ დათმობებზე, რომლებიც მიგვაჩნია, რომ იყო მიმართული საქართველოს საწინააღმდეგოდ. განცხადებაში მითითებულია ნიკანირ მელიას და რურუას გათავისუფლება, ასევე ხელისუფლების სისტემაში გარკვეული ცვლილებების შეტანა 120/30-ზე სისტემაზე გადასვლა და ა.შ ეს ყველაფერი მიმართული იყო იქითკენ, რომ როგორმე მომხდარიყო შესუსტება საქართველოს ხელისუფლების. გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის საელჩოში დარწმუნებული იყვნენ, რომ ეროვნული ხელისუფლება არ წავიდოდა იმაზე, რომ ნებისმიერ ფასად აქ უნდა დაეცვა მშვიდობა და არანაირი მეორე ფრონტი და არეულობა საქართველოში არ იქნებოდა, ჩვენ მაინც გვქონდა მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამის მერე მაინც შეჩერდებოდა. საჯარო გამოსვლა მაინც აღარ ექნებოდა დ არც კულისებიდან რაიმე ტიპის მცდელობა, რაც აქამდე ჰქონდა. ეს იყო მხარდაჭერა რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მიერ ხელისუფლების უკანონო შეცვლასთან და ასევე მეორე ფრონტთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.