გურამ მაჭარაშვილი - არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის გარშემო გაერთიანდება თუ პატიმარი სააკაშვილის, ერთიც რეზიდენტია და მეორეც
არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის გარშემო გაერთიანდება თუ პატიმარი სააკაშვილის, ერთიც რეზიდენტია და მეორეც, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება ომსა და მშვიდობას შორის მარტივი იქნება.
„ღამეები არ მძინავს და იმაზე ვფიქრობ, ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის გარშემო გაერთიანდება თუ პატიმარი სააკაშვილის, ჯერ ვერ გამოვიცანი. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ერთიც რეზიდენტია და მეორეც. ის, თუ რომელი ცენტრის ირგვლივ შექმნიან რადიკალებს, მნიშვნელობა არ აქვს. ქართველი ხალხი ხედავს, რომ ისინი საკუთარ ქვეყანას ებრძვიან. ეს ორი დღის წინ გამოჩნდა, როცა დაეთანხმნენ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც ტყუილს კადრულობენ საქართველოს შესახებ. ხალხს უთხრეს, თქვენ არ გეკითხებათ, ხელისუფლებაში ვინ მოვაო, წინააღმდეგ შემთხვევაში რევოლუციასა და მეორე ფრონტის გახსნას აანონსებენ. ქართველი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება მარტივი იქნება ომსა და მშვიდობას შორის“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.