გურამ მაჭარაშვილი - არჩილ თალაკვაძემ საკმაოდ რთულ პერიოდში კარგად გაართვა თავი საპარლამენტო საქმიანობის ხელმძღვანელობას, ასევე ოპოზიციასთან ურთიერთობაში მიმდინარე პროცესს
არჩილ თალაკვაძემ საკმაოდ რთულ პერიოდში კარგად გაართვა თავი როგორც საპარლამენტო საქმიანობის ხელმძღვანელობას, ასევე ოპოზიციასთან ურთიერთობაში იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობდა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„არჩილ თალაკვაძის საქმიანობა არის თანამედროვე, ევროპული ტიპის პოლიტიკოსის ნაბიჯი, რადგან საპარლამენტო სახელმწიფოებში სპიკერები მეტ-ნაკლებად ნეიტრალური არიან. რაც შეეხება კახა კუჭავას, მას როგორც ნეიტრალურ ფიგურას ამერიკასა და ევროპაში, გუნდში იცნობენ. მათი ადგილების შენაცვლება იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილებები სახელმწიფოს სასარგებლოდ მიიღება. არჩილ თალაკვაძე ნეიტრალური ფიგურა და ყველას პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში, ვინაიდან, ფორმალურად მოუწია მხარის წარმოჩენა და ჩაითვალა, რომ კახა კუჭავა მეტ-ნაკლებად უფრო ნეიტრალური პირია და ის მიღებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ნეიტრალური ფიგურა“,- აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 აპრილს დატოვა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თალაკვაძეს კახა კუჭავა შეცვლის.