გურამ მაჭარაშვილი - არჩევნები იყო ჟურნალი, ახლა დაიწყება „ნაცმოძრაობის“ დაშლის მთავარი ფილმი, ფილმის სცენარი მძაფრსიუჟეტიანი იქნება
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს უხსენებენ წარსულს და მომავალიც დაისამარეს, უკვე ორად კი არა, რამდენიმე ნაწილად იშლებიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, დასრულდა.
„ახლა კითხვები არსებობს იმაზე, ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს. ეს ყველაფერი იმით დასრულდება, რომ „ნაცმოძრაობაში“ დარჩებიან ფანატი მიშისტები, ნაწილი პოლიტიკიდან წავა, ნაწილი ცალკე შექმნის პარტიას. ყველა შემთხვევაში, საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი უინტერესოა. საინტერესოა ის, რაც ახლა მიმდინარეობს. ეს არჩევნები იყო ჟურნალი და ახლა დაიწყება მთავარი ფილმი – „ნაცმოძრაობის“ დაშლა. ფილმის სცენარი მძაფრსიუჟეტიანი იქნება, ოღონდ „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში, სახალისო. ერთმანეთს უხსენებენ წარსულს და მომავალიც დაისამარეს, უკვე ორად კი არა, რამდენიმე ნაწილად იშლებიან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.