გურამ მაჭარაშვილი - არც პირველი და არც მეორე მოსმენით ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება არავის შეუტანია
გურამ მაჭარაშვილი - არც პირველი და არც მეორე მოსმენით ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება არავის შეუტანია

არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას კანონში ცვლილება არავის შეუტანია ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით, ეს არის, პრაქტიკულად, ქართველი ხალხის გამარჯვება – აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

ოპოზიციამ დღეს ააგორა კამპანია, თითქოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონში მესამე მოსმენისას შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმად დეკლარაციის შეუვსებლობის შემთხვევაში ფიზიკური პირი ჯარიმდება.

როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მესამე მოსმენით განხილვისას ცვლილება კანონში არავის შეუტანია და ვერც ვერავინ შეიტანდა, ვინაიდან მესამე მოსმენა რედაქციული ხასიათის ცვლილებებს ითვალისწინებს.

„ჯერ არ კითხულობდნენ, არ გვაინტერესებს, რა წერია კანონშიო და ახლა რაღაც წაიკითხეს და ისიც უკუღმა. არავითარი ცვლილება მესამე მოსმენისას კანონში არ შესულა და ვერც შევიდოდა, იმიტომ, რომ მესამე მოსმენა რედაქციულია. მით უმეტეს, არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას კანონში არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.