გურამ მაჭარაშვილი - არც ახალ და არც ძველ „ნაცმოძრაობაში“ ახალი არაფერია, ამ ადამიანებს რესურსი არც ცალ-ცალკე აქვთ და არც ერთიანად
ახალი არაფერია არც ახალ და არც ძველ „ნაცმოძრაობაში“, ამ ადამიანებს რესურსი არც ცალ-ცალკე აქვთ და არც ერთიანად, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა „გირჩი – მეტი თავისუფლების“, „ახლის“, „დროას“ გაერთიანებაზე, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებასა და ამ გაერთიანებაში გია ჯაფარიძის ყოფნაზე.
„ნიკა მელია თანხის გადახდას არ აპირებდა და გადაუხადეს, ციხეში შესვლას არ აპირებდა, შევიდა და შემდეგ გამოსვლა არ უნდოდა. ვინც პარლამენტში შევა, პუფი იქნებაო და პირველი თავად შევარდა. კეზერაშვილი, რომელსაც ლანძღავდა და ოლიგარქიული მმართველობა ჰქონდა ოპოზიციაში, თურმე ახლა გახდა ერთ-ერთი ოპოზიციონერი. ასეთი „პრინციპული“ ახალი „ნაცმოძრაობა“ დაიბადა. ამ ადამიანებს რესურსი არც ცალ-ცალკე აქვთ და არც ერთიანად, მაგრამ ერთიანად უფრო არ ექნებათ. „ნაცმოძრაობაში“ – არც ახალში და არც ძველში – ახალი არაფერია, ძველი „ნაცი“ ჯაფარიძე ახალ „ნაცმოძრაობაში“ შევიდა, ახალი „ნაცი“ ჯაფარიძე კი – ძველ „ნაცმოძრაობაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.