გურამ მაჭარაშვილი - არასერიოზული ხალხისგან სერიოზულად არავინ აღიქვამს არც აქციებს და არც გამონათქვამებს
არასერიოზული ხალხისგან სერიოზულად არავინ აღიქვამს არც აქციებს და არც მათ გამონათქვამებს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა დღეს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება უკრაინის მხარდამჭერი საქმით იყო და იქნება, ხოლო რადიკალური ოპოზიცია უკრაინას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
„ზოგმა ეროვნულ-განმათავისუფლებელი აქცია დააანონსა, ზოგი უკრაინაში წავიდა, ზოგი უკრაინის სოლიდარობის ფარგლებში ცდილობს პარტიული ინტერესების გატარებას. საქართველო, ხელისუფლება და საზოგადოება უკრაინის მხარდამჭერი საქმით იყო და იქნება, ხოლო რადიკალური ოპოზიცია უკრაინას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ესეც არ გამოსდით, მაგრამ მცდელობა აქვთ. ეს აქციები აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოება უკრაინას მხარს უჭერს, მაგრამ საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს პირველ რიგში აყენებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.