გურამ მაჭარაშვილი - არასამთავრობო სექტორში ნომერი პირველი პრობლემაა, რომ ისინი უცხო ძალების აგენტურაში ჩაერთნენ და ამას აღარც მალავენ
არასამთავრობო სექტორში ნომერი პირველი პრობლემა არის ის, რომ ისინი უცხო ძალების აგენტურაში ჩაერთნენ და ამას აღარც მალავენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მათი ყველა გამოსვლა არის უცხო ქვეყნების წარმომადგენლების ინტერესების გატარება.
„სუს-მა როცა ადამიანები აღმოაჩინა, რომლებიც გეგმავდნენ საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტებს, არასამთავრობო სექტორმა ამ ხალხის მხარდაჭერაც კი გამოაცხადა. წესით, არასამთავრობო სექტორი თავისი უწყებების განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს, ამ დროს კი უცხო ქვეყნების ინტერესებს იცავენ და არა იმ ქვეყნისას, რომლის მოქალაქეებიც არიან. ამიტომ პრობლემა მხოლოდ გაუმჭვირვალობაში არ არის. მათი ყველა გამოსვლა არის უცხო ქვეყნების წარმომადგენლების ინტერესების გატარება და არა – საქართველოსი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.