გურამ მაჭარაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რომ არ რეგისტრირდება, ეს მავნებლობაა, ვინც არ დარეგისტრირდება, საქმიანობის გაგრძელება ჯარიმების გადახდის ფონზე მოუწევს
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რომ არ რეგისტრირდება, ეს მავნებლობაა, ვინც არ დარეგისტრირდება, საქმიანობის გაგრძელება ჯარიმების გადახდის ფონზე მოუწევს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების განულებული რეიტინგი უკვე ფსკერზე დავიდა.
„არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რომ არ რეგისტრირდება, ეს მავნებლობაა. თუმცა, რეალურად, მათი მავნებლური პროცესები მთავრდება, თუ უკვე დამთავრებული არ არის. ისინი დარეგისტრირდებიან თუ არა, იმ შავ ფულს რეგისტრაციით აიღებენ თუ არარეგისტრაციით, ამას უკვე ქართული საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მათი ისედაც განულებული რეიტინგი ფსკერზე დავიდა. ვინც არ დარეგისტრირდება, მას მოუწევს საქმიანობის გაგრძელება ჯარიმების გადახდის ფონზე“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.