გურამ მაჭარაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანია საზოგადოების არასწორი ინფორმირება, მათ არავინ ებრძვის, საუბარია ფინანსურ გამჭვირვალობაზე
არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანია საზოგადოების არასწორი ინფორმირება, თითქოს მათ ვიღაც ებრძვის, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტში საუბარია ფინანსურ გამჭვირვალობაზე.
ევროპული სტანდარტები არის თუ არა ამ კანონის მიღება, ეს ჰკითხონ ევროპის სახალხო პარტიას, რომელმაც უკვე დააინიცირა უცხოური აგენტების რეესტრის შესახებ კანონი. არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანია საზოგადოების არასწორი ინფორმირება, თითქოს მათ ვიღაც ებრძვის. არავინ ებრძვის, საუბარია ფინანსურ გამჭვირვალობაზე. ეს არასამთავრობო სექტორი იღვწის, რათა თანამდებობის პირების ფინანსური გამჭვირვალობა იყოს, მაგრამ როცა მათ ფინანსურ გამჭვირვალობაზე მიდგა საქმე, ამბობენ, რომ მათი საქმეა, ფინანსებს საიდან მოიზიდავენ და როგორ დახარჯავენ. ამ დროს საზოგადოებას აინტერესებს როგორც თანამდებობის პირის ფინანსური გამჭვირვალობა, ისე არასამთავრობო სექტორის ფინანსური გამჭვირვალობა, რომელსაც აქვს ამბიცია, მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის გადაწყვეტილებების მიღებაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.