გურამ მაჭარაშვილი - არანაირი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს, რომ თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დადგეს
არანაირად არ უწევს ცესკო-ს თავმჯდომარეს გადარჩევა, შესაბამისად, არანაირი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს, რათა თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დადგეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად არის არასწორი თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა, რადგან შედეგები აღიარებული იყო ცივილიზებული სამყაროს მიერ, არსებობს სამართლებრივი ფორმაც.
„არანაირად არ უწევს ცესკო-ს თავმჯდომარეს გადარჩევა, შესაბამისად, არანაირი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს, რათა თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დადგეს. ამავე დროს უნდა ითქვას, რომ საქართველოში ყველა თანამდებობიდან არჩევის და გადარჩევის წესი არსებობს, მიუღებელია თუნდაც თამარ ჟვანიას პოსტიდან გადადგომის საკითხი დადგეს. ოპოზიციას არანაირი ფორმა არ შემოუთავაზებიათ, როგორ უნდა მოხდეს ცესკო-ს თავმჯდომარის შეცვლა. დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი რამდენიმე დღეში გადაივლის, როგორც მათ მიერ დაყენებულმა სხვა საკითხებმა გადაიარა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.