გურამ მაჭარაშვილი - ამ მძიმე დღეებში დეზინფორმაცია არა მხოლოდ პიროვნებების, არამედ საზოგადოების, იმ ოჯახების წინააღმდეგ იყო აგორებული, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს, ეს გარკვეულ რეგულაციებს უნდა დაექვემდებაროს

ამ მძიმე დღეებში დეზინფორმაცია არა მხოლოდ პიროვნებების წინააღმდეგ იყო აგორებული, არამედ საზოგადოებისა და იმ ოჯახების წინააღმდეგ, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს. ეს გარკვეული ტიპის რეგულაციებს უნდა დაექვემდებაროს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები ხორციელდება, პარალელურად, ებრძვიან დეზინფორმაციას.

„მაშინ, როცა მთელი საქართველო იმ ადამიანების ჭირისუფალი გახდა, ვინც ამ ბუნებრივი მოვლენების დროს დაიღუპნენ, ჩვენ ორ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა – ერთია ადამიანების მოძებნა, მათი ახლობლების დახმარება და დამშვიდება, რაც მაქსიმალურად კეთდება და მეორეა ის გაუგონარი დეზინფორმაცია, რასაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი კადრულობს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.