გურამ მაჭარაშვილი - ახალგაზრდები 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას „მამაო ჩვენოს“ ფონზე ითხოვდნენ, სამწუხაროდ, ახლა სუვერენიტეტის შეზღუდვა სარწმუნოების გაქრობის ფონზე ხდება
გურამ მაჭარაშვილი - ახალგაზრდები 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას „მამაო ჩვენოს“ ფონზე ითხოვდნენ, სამწუხაროდ, ახლა სუვერენიტეტის შეზღუდვა სარწმუნოების გაქრობის ფონზე ხდება

ახალგაზრდები 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას „მამაო ჩვენოს“ ფონზე ითხოვდნენ. სამწუხაროდ, ახლა სუვერენიტეტის შეზღუდვა სარწმუნოების გაქრობის ფონზე ხდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ნურავინ აიღებს თავის თავზე რომელიმე თაობის სახელით საუბარს. კარგად ვხედავთ და გვახსოვს, რომ ახალგაზრდები 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას „მამაო ჩვენოს“ ფონზე ითხოვდნენ. სამწუხაროდ, ახლა სუვერენიტეტის შეზღუდვა მთლიანად სარწმუნოების გაქრობის ფონზე ხდება. ამიტომ ახალგაზრდების მოთხოვნაა, რომ სუვერენიტეტს ყველამ პატივი სცეს.

რაც შეეხება პარტნიორებს, ბრძოლა გვიწევდა, რომ მეორე ფრონტში არ ჩავრთულიყავით. უნდოდათ, მეორე ფრონტში ჩართვა ევროპულ ღირებულებად გაესაღებინათ. ამას შევებრძოლეთ და საზოგადოება დავარწმუნეთ, რომ ეს სწორი გზა არ იყო და საქართველო სწორედ ამით გადარჩა და ქვეყანაშია მშვიდობა, სწორედ ამას ვერ გვპატიობენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.