გურამ მაჭარაშვილი - 2024 წლიდან აუცილებლად გაგრძელდება პროვოკაციები, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია, ჩვენც გავაგრძელებთ მხილებას
გურამ მაჭარაშვილი - 2024 წლიდან აუცილებლად გაგრძელდება პროვოკაციები, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია, ჩვენც გავაგრძელებთ მხილებას

2024 წლიდან აუცილებლად გაგრძელდება პროვოკაციები, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ხალხის ძალა“ გააგრძელებს ამის მხილებას.

„ჩვენ იმ ფუნქციის შესრულებას გავაგრძელებთ, რომელმაც საქართველოს უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. „ხალხის ძალის“ სწორი პოლიტიკით, რასაც ობიექტურად ხელისუფლება ვერ გააკეთებდა, იქამდე მიგვიყვანა, რომ ქვეყანაში მშვიდობაც შევინარჩუნეთ და ამავდროულად, კანდიდატის სტატუსი მოვიპოვეთ. ამით დავადასტურეთ, რომ ჩვენი სიმართლე, რასაც ვამბობდით, გამარჯვებულია. საქართველოდან და უცხოეთიდან საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ომი იყო გამოცხადებული, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. ჩვენ ფარად გამოვედით და ვთქვით, რომ ნებისმიერ ამ დეზინფორმაციას გადავთარგმნიდით, ხალხს სწორად მივაწვდიდით და ვეტყოდით, ვინ არის ამ დეზინფორმაციის ავტორი. ამან მოიტანა კანდიდატის სტატუსი და გამარჯვება. 2024 წლიდან აუცილებლად გაგრძელდება პროვოკაციები, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია. რა თქმა უნდა, ჩვენც გავაგრძელებთ მხილებას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.