გურამ ფალავანდიშვილი - განვითარდა პროცესები და ვხედავთ, რომ დღეს პირველ არხზე ტრასგენდერი მღერის
17 მაისს ვხედავთ სად დგას ხალხი, სად დგას სახელმწიფო და ეს მცირე ჯგუფები, რომლებიც არიან ჩართული სიბილწეში, – ამის შესახებ გურამ ფალავანდიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ემზარ კვიციანის ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს, რომელიც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას გულისხმობს.
როგორც გურამ ფალავანდიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული კანონპროექტის წინა განხილვაზე საუბრობდნენ, რომ არავის ცემა და ჩაგვრა არ შეიძლება.
„წინა განხილვაზეც ვიყავით, მაშინ ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე გვისაბუთებდნენ, რომ არავის ცემა და ჩაგვრა არ შეიძლება. თუმცა უკვე განვითარდა პროცესები და ვხედავთ, რომ დღეს პირველ არხზე ტრასგენდერი მღერის და ამის რეკლამა მიდის. სკოლებში შეყავთ სექსუალური უმცირესობები, მამათმავლები და ხდება პროპაგანდირება. 17 მაისს ვხედავთ სად დგას ხალხი, სად დგას სახელმწიფო და ეს მცირე ჯგუფები, რომლებიც არიან ჩართული სიბილწეში. სამწუხაროდ, „ოცნების“ გუნდი და „ნაციონალების“ გუნდი არიან ერთად ამ საქმეში. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ დღეს ოცნებაში არის ხალხი, ვინც ამას დაუპირისპირდება“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.