გურამ ჩალაგაშვილისა და კიდევ ხუთი პირის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
„გამარჯვებული საქართველოს“ წევრის, გურამ ჩალაგაშვილისა და კიდევ ხუთი პირის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მხარეებს მტკიცებულებების შეგროვების მიზნით დამატებითი დრო მისცა.
საუბარია პოლიციელების სამხრე და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერების ამოღებასა და წარდგენაზე. როგორც დაცვის მხარე ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს და სამართალდარღვევას მხოლოდ მათი დაკავების კადრებით ედავებიან.
გურამ ჩალაგაშვილი და რამდენიმე პირი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს დააკავეს.
გურამ ჩალაგაშვილისა და ხუთი პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვა
3 თებერვალს, 16:00 საათზე გაგრძელდება.