გურამ ჩალაგაშვილი და ლევან თარხნიშვილი აცხადებენ, რომ საუბნო კომისიის წევრებად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დანიშვნა იგეგმება
გურამ ჩალაგაშვილი და ლევან თარხნიშვილი აცხადებენ, რომ საუბნო კომისიის წევრებად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დანიშვნა იგეგმება

ამომრჩეველთა ხმის დაცვის შტაბის წარმომადგენლების, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრის, გურამ ჩალაგაშვილისა და „ევროპული საქართველოს“ წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ცესკო-მ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად მმართველ გუნდთან დაახლოებული პირები და „ქართული ოცნების“ აქტივისტები აირჩია, დღეს კი საუბნო კომისიის წევრებად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დანიშვნა იგეგმება. ამის შესახებ ამომრჩეველთა ხმის დაცვის შტაბის წარმომადგენლებმა საბურთალოს საოლქო კომისიის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ლევან თარხნიშვილის თქმით, ისინი ხელს შეუშლიან ამ პროცესს და არჩევნებზე ყველა ხმა იქნება დაცული.

„ჩვენი ამოცანა არის, წინ აღვუდგეთ კიდევ ერთ უკანონობას. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აირჩია ე.წ. დამოუკიდებელი წევრები საოლქო კომისიების და 73-დან 42 შემთხვევა დაკავშირებული იყო „ქართულ ოცნებასთან“. აქ უკვე დარღვეულია კანონი. ახლა საოლქოები ირჩევენ საუბნო კომისიებს და გვაქვს ინფორმაცია, რომ იგივე ტენდენციები ნარჩუნდება, გვაქვს კონკრეტული გვარები და სახელები, ვისაც აირჩევენ“,- განაცხადა თარხნიშვილმა.