გუმათის დასახლებაში „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა
გუმათის დასახლებაში „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეების თქმით, სოფელ ნამახვანში შესვლას ითხოვენ, რათა გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი. მათ სამართალდამცველების მიერ განთავსებული რკინის ჯებირები გაარღვიეს.
როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სამართალდამცველებმა მათი შეკავება მოახერხეს.
„ჩვენი მოთხოვნები ლეგიტიმურია. ვითხოვთ, სახელმწიფო მოსახლეობასთან იყოს დიალოგის რეჟიმში, სადაც მოხდება არსებული ყველა კითხვის განხილვა. მშვიდობიანი მოსახლეობა გადავაადგილდებით ნამახვანის მიმართულებით. ვთავაზობთ პოლიციას, თვითონაც ჩაერთოს ამ პროცესში. ვერ მოვისმინეთ მათი სამართლებრივი ახსნა, რატომ არ გვიშვებენ ნამახვანში“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრმა მირზა ნოზაძემ.