გულშემატკვარმა, შესაძლოა, ხორხე მასვიდალისა და ნეიტ დიაზის დაპირისპირება კიდევ ერთხელ იხილოს
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ხელმძღვანელობა ხორხე მასვიდალისა და ნეიტ დიაზის რემატჩზე მუშაობს. TMZ-ის ინფორმაციით ბრძოლასთან დაკავშირებით მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება.
შეგახსენებთ, რომ პირველი დაპირისპირება ამ ორ მებრძოლს შორის UFC 244-ის ფარგლებში, ნიუ იორკის „მედისონ სქუერ გარდენში“ გაიმართა და ხორხეს გამარჯვებით დასრულდა. მესამე რაუნდის წინ ექიმმა დიაზს ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცა. ბევრი მიიჩნევს, რომ მედიკოსის ეს გადაწყვეტილება მართებული არ იყო.
მასვიდალთან წაგებული ბრძოლის შემდეგ დიაზი ოქტაგონზე არ გამოჩენილა. ხორხემ კი ივლისში სატიტულო ბრძოლა კამარუ უსმანთან გამართა და უშანსოდ დამარცხდა.