გულშემატკივრებმა გარეტ ბეილი სეზონის ყველაზე ცუდ ფეხბურთელად დაასახელეს
ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ ჩაატარა წლევანდელ სეზონში „რეალ მადრიდის“ საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად თავის ვებ-გვერდზე გამოკიხვა ჩაატარა. ასეთად გუნდის გულშემატკივრებმა კარიმ ბენზემა აღიარეს, მეორე ადგილზე სერხიო რამოსი გავიდა, მესამეზე კი მეკარე ტიბო კურტუა. საუკეთესო ხუთეულში ასევე შევიდნენ კაზემირო და ტონი კროოსი.
საინტერესოა, რომ სეზონის ყველაზე ცუდ ფეხბურთელად მადრიდელთა გულშემატკივრებმა გარეტ ბეილი მიიჩნიეს.
მიმდინარე სეზონში უელსელმა მონაწილეობა პრიმერა დივიზიონის 16 მატჩში მიიღო და მოლოდ ორი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მადრიდის „რეალი“ ქვეყნის ჩემპიონი გახდა. გადამყვეტ მატჩში სამეფო კლუბმა „ვილიარეალი“ 2-1 დაამარცხა.