გუგუტიანთკართან არსებულ ვითარებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
სოფელ გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ უცხოელ დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა ადგილზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს. დღესვე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუგუტიანთკარის სიახლოვეს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით